ირაკლი კობახიძე გურამ მაჭარაშვილის „ქართული ოცნებიდან“ გასვლაზე - ადამიანურად ეს სამწუხაროა - გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე გურამ მაჭარაშვილის „ქართული ოცნებიდან“ გასვლაზე - ადამიანურად ეს სამწუხაროა - გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე გურამ მაჭარაშვილის „ქართული ოცნებიდან“ გასვლაზე - ადამიანურად ეს სამწუხაროა - გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით

28 ივლისი, 2022

erimedia_ravk/UcOxTnkVg.webp

ადამიანურად ეს სამწუხაროა. გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას" ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება. როგორც კობახიძე განმარტავს, მას, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას უთხრას ის, რაც კულისებსა და კაბინეტში ხდება, სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფი კი ამ სტატუსისგან გათავისუფლებულია. “ადამიანურად ეს სამწუხაროა. გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით, ერთი ფრაქცია და გუნდი. თუმცა, იცით, რომ რამდენიმე ადამიანმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მათ სურთ, გათავისუფლდნენ სტატუსისგან იმისთვის, რომ მეტი თქვან საზოგადოების წინაშე. ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. მე მაგალითად, სრულ სიმართლეს ვერ ვეუბნები საზოგადოებას, იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე. მე, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მაქვს საშუალება, რომ საზოგადოებას ვუთხრა, ის, რაც კულისებსა და კაბინეტში ხდება, იმისთვის, რომ რაღაცებს გავუფრთხილდე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება პარლამენტში პრობლემები. ჩვენ მყარი უმრავლესობა გვაქვს და ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იქნება მიღებული. გუნდი ერთიანია და ძლიერი“,-აღნიშნავს კობახიძე. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას" ტოვებს და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით განაგრძობს პარლამენტში საქმიანობას. როგორც მან თავად განმარტა, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მსგავსად იმ დეპუტატებისა, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს. მისივე განმარტებით, „ქართულ ოცნებასთან" არ აქვს რაიმე პოლიტიკური შეუთავსებლობა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო