ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის მიმართ ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს
1 აგვისტო, 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს. „ეს არის ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ, რასთან დაკავშირებითაც, მას ჟურნალისტმა განუმარტა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობდა. „ტყუილია, ტყუილი,“ - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასე პასუხობს:
„აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
