ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე - მისი შენიშვნები გაუგებარი და დასანანია
20 სექტემბერი, 2022
შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის, ეს რა თქმა უნდა, გაუგებარი და პირველ რიგში, დასანანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საზოგადოერივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რითაც მოსმენა-მიყურადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, „რომ ეს დემოკრატიისგან უკან გადადგმული ნაბიჯია“ აღნიშნა, რომ მისთვის ეს განცხადება გაუგებარი და დასანანია. „ეს განცხადება რა თქმა უნდა გაუგებარია. როდესაც არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ გაქვს და ამას ამბობ ეს გაუგებარია. მილიონჯერ გვითქვამს, შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის, ეს რა თქმა უნდა, გაუგებარი და პირველ რიგში დასანანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.