ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე - რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე - რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე - რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას

5 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/wn-P2wkVR.webp

რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას - 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ომბუდსმენი პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არის ჩართული. „წინა ქსენოფობიური კამპანიის დროს, რომელიც აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, 10 დღე დასჭირდა ნინო ლომჯარიას, ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა. როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. ეს ადამიანი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტიც, ის პირდაპირ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება. რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას. 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, ცდილობს იყოს პოლიტიკოსი და გახდება კიდეც დეკემბერში ალბათ, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა კობახიძემ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი სახალხო დამცველი ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებით უნდა აირჩეს. „ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი. სახალხო დამცველი უნდა აირჩეს შეთანხმებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და ამას სჭირდება ფართო კონსულტაციები. ეს კონსულტაციები დაიწყება სექტემბერში. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, ამის შემდეგ ერთობლივად უნდა ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე და შემდეგ პარლამენტი უყრის მას კენჭს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო