ირაკლი კობახიძე პრემიერ ღარიბაშვილის შესაძლო შეცვლაზე - გუნდი აბსოლუტურად მყარი და ერთიანია და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს
15 სექტემბერი, 2022

"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას - გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლას.
მისივე თქმით, „მსგავსი ჭორების გავრცელების მიზეზი მხოლოდ ის სისუსტეა, რომელსაც ოპოზიცია ავლენს“.
„სრული სისუსტის გამოვლინებაა, რასაც ვხედავთ ოპოზიციის სახით, ასეთ დროს გორდება ხოლმე გარკვეული ჭორები სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობის პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს. ამის მიზეზი არის ერთადერთი რამ, ის სისუსტე, რომელსაც ავლენს ოპოზიცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.