ირაკლი ზარქუა - ტურისტებს, რომლებსაც უნდათ, ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, მივიღებთ, თუ იქნება ეჭვი, რომ გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევე მიაბრუნებენ
22 სექტემბერი, 2022
თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება, საქართველოში გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევე მიაბრუნებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება უნდათ, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოუშვებენ, ხოლო ძალოვანი სამსახურები ქვეყანაში შემომსვლელებს ფილტრავენ.
„ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია, ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას. კანონის შესაბამისად, ჩვენი ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ – მათ ვინც, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელია, უკან მიაბრუნებენ, როგორც აქამდე აბრუნებდნენ. ტურისტებს, რომლებსაც უნდათ, ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ იქნება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება, გარკვეული ჯგუფები შემოვიდნენ, როგორც აქამდე ვაბრუნებდით უკან, ისევე მიაბრუნებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი - თეონა მანაგაძე