erimedia_ravk/mYkjejOSR.jpeg

ირანი მიუღებლად მიიჩნევს დასავლეთის კრიტიკას გამდიდრებული ურანის წარმოების დაჩქარებასთან დაკავშირებით

ამბები
ირანი მიუღებლად მიიჩნევს დასავლეთის კრიტიკას გამდიდრებული ურანის წარმოების დაჩქარებასთან დაკავშირებით
ამბები

ირანი მიუღებლად მიიჩნევს დასავლეთის კრიტიკას გამდიდრებული ურანის წარმოების დაჩქარებასთან დაკავშირებით

erimedia_ravk/mYkjejOSR.jpeg
29 დეკ

ოფიციალური თეირანი მიუღებლად მიიჩნევს დასავლეთის კრიტიკას გამდიდრებული ურანის წარმოების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

"ირანის გამდიდრების ცენტრებში 60%-ის დონეზე [ურანის] გამდიდრება ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის მშვიდობიანი მოთხოვნილებების შესაბამისად და სრულად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ", - აღნიშნეს ირანის საგარეო უწყებაში.

აშშ-მა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ დაგმეს ირანის მიერ მაღალგამდიდრებული ურანის წარმოების დაჩქარება.

"ჩვენ ვგმობთ ამ ზომას, რომელიც კიდევ უფრო ამწვავებს ირანის ბირთვული პროგრამის მუდმივ ესკალაციას. ირანის მაღალგამდიდრებული ურანის წარმოებას არ აქვს სანდო სამოქალაქო გამართლება", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადეს, რომ ირანმა კვლავ გაზარდა 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება.

2015 წელს ირანი შეუერთდა ერთობლივ სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებდა ირანის ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივ მოხსნას მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო