erimedia_ravk/03E0hKESg.jpeg

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“

ამბები
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“
ამბები

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“

erimedia_ravk/03E0hKESg.jpeg
19 მაი

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა დაადასტურა ინფორმაცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის „მძიმედ დაშვების“ შესახებ.

ირანული მედიის ცნობით, ვერტმფრენის მგზავრებს შორის, ირანის პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.

როგორც მთავრობამ მედიას განუცხადა, ირანის წითელი ჯვრის საზოგადოებას შემთხვევის ადგილზე მისვლა უამინდობის გამო გაუჭირდა. ასევე, ცნობილია, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომლებშიც მინისტრები და მაღალჩინოსნები ისხდნენ, დანიშნულების ადგილს უსაფრთხოდ მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანიდან თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. რაისი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო