ირანის სულიერი ლიდერი - ქვეყანაში მიმდინარე არეულობები აშშ-ისა და ისრაელის მიერ არის პროვოცირებული

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ირანის სულიერი ლიდერი - ქვეყანაში მიმდინარე არეულობები აშშ-ისა და ისრაელის მიერ არის პროვოცირებული
ამბებიწყარო: 1tv.ge

ირანის სულიერი ლიდერი - ქვეყანაში მიმდინარე არეულობები აშშ-ისა და ისრაელის მიერ არის პროვოცირებული

3 ოქტ

erimedia_ravk/rMr_cb44g.jpeg

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყანაში მიმდინარე ანტისახელისუფლო აქციების გამო, ბრალს აშშ-სა და ისრაელს სდებს. ალი ხამენეის თქმით, „ამბოხი ირანის მთავარი მტრებისა და მათი მოკავშირეების მიერ არის პროვოცირებული, რადგან, მათ არ შეუძლიათ დაუშვან ირანის მიერ ძალის მოკრება ყველა სფეროში“.

„მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ეს არეულობები და უსაფრთხოების დარღვევა ამერიკისა და ოკუპაციური, ყალბი სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიერ არის პროვოცირებული, ისევე, როგორც მათი დაქირავებული აგენტების მიერ, საზღვარგარეთ მყოფი ზოგიერთი გამყიდველი ირანელის დახმარებით“, – აცხადებს სულიერი ლიდერი და ირწმუნება, რომ აქციების დროს, ყურანი დაწვეს.

მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა უსაფრთხოების ძალებს, რომელთა ხელითაც მიმდინარე აქციების განმავლობაში 133 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში არეულობის დაწყების შემდეგ, ეს ალი ხამენეის პირველი საჯარო კომენტარია. მან ასევე მოუწოდა უსაფრთხოების ძალებს, მზად იყვნენ შემდგომ არეულობებთან გასამკლავებლად.

13 სექტემბერს დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ყველაზე დიდი გამოწვევაა აიათოლა ალი ხამენეის მმართველობის პერიოდში. მაჰსა ამინი მორალის პოლიციის მიერ დაპატიმრების შემდეგ, მოულოდნელად კომაში ჩავარდა და სამ დღეში გარდაიცვალა. ირანელები მის სიკვდილში ბრალს მორალის პოლიციას სდებენ და პროტესტის ნიშნად ქალები ჰიჯაბებს წვავენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო