ირანის უზენაესი ლიდერი - ღაზას დაბომბვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ღაზის სექტორში შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფაში დასავლური ქვეყნები დაადანაშაულა. მისივე თქმით, დასავლეთმა მთელი მსოფლიოს თვალში „სახე დაკარგა“.
მან ასევე მოუწოდა მუსლიმურ ქვეყნებს, ისრაელში ნავთობისა და საკვების ექსპორტი შეწყვიტონ.
„ღაზის მოსახლეობამ, თავისი მოთმინებით, საზოგადოების სინდისის მობილიზება შეძლო. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში ისრაელისა და ამერიკის საწინააღმდეგო შეძახილებით უამრავი ადამიანი გამოდის ქუჩებში. ისრაელმა და აშშ-მა ნდობა დაკარგეს. მუსლიმურმა სამყარომ არ უნდა დაივიწყოს, რომ ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვიდა არა მხოლოდ სიონისტური რეჟიმი, არამედ აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც“, - განაცხადა ალი ხამენეიმ.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო