erimedia_ravk/Hsrtb2gIR.jpeg

ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი მკაცრდება

ამბები
ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი მკაცრდება
ამბები

ირანში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი მკაცრდება

erimedia_ravk/Hsrtb2gIR.jpeg
21 აგვ

ირანის რესპუბლიკის პარლამენტის კომისიის გადაწყვეტილებით ქვეყანაში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი მკაცრდება.

შემდეგ ეტაპზე კანონი კონსტიტუციის დამცველთა საბჭოს გადაეცემა განსახილველად. კანონპროექტი 70 მუხლისგან შედგება, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში უფრო მკაცრ ფინანსურ სასჯელთან ერთად, პატიმრობის უფრო ხანგრძლივ ვადასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, CNN-ის ცნობით, კანონპროექტი დამრღვევთა იდენტიფიცირებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მოითხოვს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქალებს, რომლებიც უარს ამბობენ ჰიჯაბის ტარებაზე ან არასწორად ატარებენ მას, შეიძლება დაეკისროთ ჯარიმა 50,000-დან 500,000 ირანულ რიალამდე (1.18 დოლარიდან 11.83 დოლარამდე), ან პატიმრობა 10 დღიდან ორ თვემდე ვადით.

ახალი კანონპროექტი თავისი მიდგომით ბევრად უფრო სპეციფიკურია და ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ვადით და მნიშვნელოვნად უფრო დიდ ჯარიმას - 360 მილიონ ირანულ რიალამდე ოდენობით (რაც კურსით დაახლოებით 8,515 აშშ დოლარს შეადგენს), იტყობინება CNN.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას იმ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ცნობადი ადამიანებისთვის და საზოგადო მოღვაწეებისთვის, ვინც შემჩნეული იქნება ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევაში ან ამგვარი ქცევის წახალისებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო