ის ისევ გმირია, ამჯერად ნაკრებში - ევროპული მედია კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ის ისევ გმირია, ამჯერად ნაკრებში - ევროპული მედია კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ის ისევ გმირია, ამჯერად ნაკრებში - ევროპული მედია კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/tlvaH_nVR.jpeg

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ თამაშს ბევრი ევროპული გამოცემა გამოეხმაურა, რადგან საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ თავდამსხმელის მიმართ დიდი ინტერესია.

„ნაპოლის“ ოფიციალური გვერდი – კვარაცხელიამ გაიტანა და მატჩის გმირი გახდა:

„ელიფ ელმასმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშეს უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოსა და მაკედონიის მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 2-0 დასრულდა. მატჩის გმირმა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ჯერ თავისი მოქმედებით მიოვსკის ავტოგოლი გამოიწვია, შემდეგ კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა.“

„სკაი სპორტ იტალია“ – კვარაცხელია ამჯერად ნაკრების გმირია:

„ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მთავარი გმირია, ამჯერად ეროვნულ ნაკრებში. „ნაპოლის“ ახალგაზრდამ ჯერ ავტოგოლი გაატანინა მეტოქეს, შემდეგ კი კონტრშეტევაზე ზივზივაძის პასით გაიტანა.“

„ეკიპა“ (ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა) – კვარაცხელიამ ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში მატი გაუკეთა:

„ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოსთან ერთა ლიგაზე მეორედ დამარცხდა. მასპინძლებმა C ლიგის მე-5 ტურის მატჩი ამჯერად 2:0 მოიგეს. ფენომენალური კონტრშეტევის შემდეგ კვარაცხელიამ გააორმაგა თავისი გუნდის უპირატესობა. მაკედონიას უეფა-ს ევრო 2024-ზე მოსახვედრად ბრძოლა კვალიფიკაციის გზით მოუწევს.“

„100×100 ნაპოლი“ – ნეაპოლიტანური დერბი ელმასს კვარამ მოუგო:

„კვარაცხელია ელმასის წინააღმდეგ. ნეაპოლიტანური დერბი ელმასის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგაზე ქართველი თავდამსხმელის საქართველოს საშინაო მოგებით დასრულდა. თბილისში „ნაპოლის“ თავდამსხმელმა მოქმედებით ჯერ მიოვსკის ავტოგოლის პროვოცირება მოახდინა, შემდეგ კი კონტრშეტევაზე 2:0 გახადა. ელმასმაც და კვარაცხელიამაც მთელი თამაში ითამაშეს.“

„ა ბოლა“ (პორტუგალია) - კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების დაწინაურება უზრუნველყო:

„ნაპოლიში” შესანიშნავი სტარტის შემდეგ, კვარაცხელია დაბრუნდა ნაკრებში და შესარჩევ რაუნდშიც შესანიშნავი თამაში აჩვენა. საქართველომ მოგებით ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურებას მიაღწია. კავკასიური ქვეყნის ნაკრები პირველ ადგილზეა 13 ქულით და ექვსით მეტი აქვს, ვიდრე ჩრდილოეთ მაკედონიას.“

ავტორი - მერაბ მამულაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო