ისრაელის არმიის წარმომადგენლის თქმით, ომის შემდეგი ეტაპი შეიძლება არ შეესაბამებოდეს იმას, რისი მოლოდინიც არის
17 ოქტ
ისრაელის არმია ღაზის სექტორის წინააღმდეგ კამპანიის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, მაგრამ გეგმები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სახმელეთო შეტევის ფართოდ გავრცელებულ მოლოდინს, - ამის შესახებ სამშაბათს არმიის წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
"ჩვენ ომის შემდეგი ეტაპებისთვის ვემზადებით. ჩვენ არ გვითქვამს, თუ რა იქნება ისინი. ყველა სახმელეთო შეტევაზე საუბრობს, თუმცა, ეს შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს", - განუცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა ჟურნალისტებს რეგულარულ ბრიფინგზე.