ისრაელის დაზვერვის განახლებული შეფასებით, ირანი მზად არის, პირდაპირ შეუტიოს ისრაელს, თავდასხმა, შესაძლოა, 15 აგვისტოს დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოლაპარაკებების წინ მოხდეს
ირანი ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან საუბრის დროს განაცხადა.
გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ, ისრაელის დაზვერვის განახლებული შეფასებით, ირანი მზად არის, პირდაპირ შეუტიოს ისრაელს თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ და, სავარაუდოდ, ამას რამდენიმე დღეში გააკეთებს.
დაზვერვის ახალი შეფასება მიუთითებს, რომ თავდასხმა, შესაძლოა, 15 აგვისტოს დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოლაპარაკებების წინ მოხდეს.
ისრაელის სადაზვერვო საზოგადოება ფიქრობს, რომ სავარაუდოდ პირველ შეტევას „ჰეზბოლა“ განახორციელებს, რასაც საკუთარი პირდაპირი შეტევით შესაძლოა ირანიც შეუერთდეს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო