ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანი ეხმარებოდა „ჰამასს“ ომამდე და დახმარებას ახლაც აგრძელებს
25 ოქტ
ირანი უშუალოდ დაეხმარა "ჰამასს" 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის წინ, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„ირანი უშუალოდ ეხმარებოდა ჰამასს ომამდე, წვრთნებით, იარაღის მიწოდებით, ფულით და ტექნოლოგიური ცოდნით“, - თქვა დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.
„ირანის მხრიდან "ჰამასის" დახმარება ახლაც გრძელდება დაზვერვითა და წაქეზებით ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.
ამასთან, ჰაგარიმ აღნიშნა, რომ ღამით ღაზის სექტორში ათობით საჰაერო დარტყმა განხორციელდა, მათ შორის „ჰამასის“ გვირაბების, იარაღის შესანახი ადგილების და რაკეტების გაშვების ობიექტებზე.