იტალიაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით პარტია „იტალიის ძმები" იმარჯვებს

ამბები
იტალიაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით პარტია „იტალიის ძმები" იმარჯვებს
ამბები

იტალიაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით პარტია „იტალიის ძმები" იმარჯვებს

26 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ViNGiR44R.webp

იტალიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია Fratelli d'Italia („იტალიის ძმები“) იმარჯვებს, რომელსაც ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს. წინასწარი შედეგებით, მან ხმების 26% მოიპოვა. ამის შესახებ La Repubblica იუწყება.

მატეო სალვინის პარტიამ "ლიგა" ხმების 8,9% მიიღო, ხოლო სილვიო ბერლუსკონის პარტიამ Forza Italia ("წინ, იტალია") - 8,3%. ეს სამი პოლიტიკური ძალა წარმოადგენს მემარჯვენე კოალიციას და ტელეარხ RAI-ს პროგნოზით, სწორედ ისინი მიიღებენ უმრავლესობას პარლამენტის ორივე პალატაში - 200 ადგილიდან 114-126 ფარგლებში მანდატს სენატში და 400 ადგილიდან სულ მცირე 232 მანდატს ქვედა პალატაში.

რაც შეეხება მემარცხენე პარტიების კოალიციას, მათ ჯამში 26,1% მოიპოვეს, ხოლო, პარტიამ "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა", რომელიც დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს, ამომრჩეველთა 15,5%-ის მხარდაჭერა მიიღო.

ჯორჯია მელონის გამარჯვება სოციალურ ქსელში უკვე მიულოცეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა, იუდით ვარგამ.

"ბრავო, ჯორჯია, სრულიად დამსახურებული გამარჯვებაა. გილოცავ", - დაწერა ვიქტორ ორბანმა "Facebook"-ზე.

კოალიციის გამარჯვებას ასევე გამოეხმაურა ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პარლამენტში პარტია "ნაციონალური გაერთიანების" ფრაქციის ლიდერი, მარინ ლე პენი.

"იტალიელმა ხალხმა გადაწყვიტა საკუთარი ბედი თვითონ განესაზღვრა. მათ ქვეყნის პარტიოტი და სუვერენული ხელისუფლება აირჩიეს. ვულოცავ ჯორჯია მელონისა და მატეო სალვინის ამ შესანიშნავ გამარჯვებას", - წერს ლე პენი "ტვიტერში".

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო