იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ამბები/ წყარო: ria.ru
იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ამბებიწყარო: ria.ru

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

25 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ODEMB9n4g.webp

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საყოველთაო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები კვირას, ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა.

25 სექტემბერს გამართულ ვადამდელ არჩევნებზე პარლამენტის ორი პალატის წევრების არჩევის შესაძლებლობა სამშობლოში მცხოვრებ 46 მილიონზე მეტ იტალიელ მოქალაქეს ექნება. მათ გარდა, კიდევ 5 მილიონ შესაძლო ამომრჩეველს ხმის მიცემა საზღვარგარეთ შეუძლია. ხმის მიცემის უფლება 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აქვთ.

მედიის ცნობით საარჩევნო უბნებზე დილიდან რაიმე სახის აჟიოტაჟი არ შეინიშნება. Rainews24 -ის ინფორმაციის, დილის საათებში საარჩევნო უბნებზე აქტივობა მაღალი არ იყო.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელიც ამავდროულად საარჩევნო კომისიის ფუნქციასაც ასრულებს, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ჯამში 61 ათას საარჩევნო უბანზე მეტია გახსნილი. ისინი მუშაობას 23:00 საათამდე გააგრძელებენ. ხმების დათვლა კი მათი დახურვისთანავე დაიწყება. ეგზიტპოლის პირველი შედეგების გამოცხადება საღამოს 23:00 საათის შემდეგაა მოსალოდნელი, პირველი ოფიციალური შედეგები კი, ორშაბათ დილისკენ გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ მედიის ინფორმაციით, უახლესი გამოკითხვების თანახმად, იტალიას სავარაუდოდ მემარჯვენე კოალიცია უხელმძღვანელებს, რადგან, მათი ვარაუდით, პარტია „იტალიის ძმები“, რომელსაც ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს, ხმათა უმეტესობას მოპოვებს. არჩევის შემთხვევაში, მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო