იტალიის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო 98 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჯორჯო ნაპოლიტანო, იტალიის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამ პოსტზე უპრეცედენტო ორი მანდატით მსახურობდა, პარასკევს საღამოს 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნაპოლიტანო პირველად პრეზიდენტად 2006 წელს აირჩიეს, შემდეგ კი 2013 წელს. პრეზიდენტის პოსტი იტალიაში ინსტიტუციონალურია და სამთავრობო როლს არ ასრულებს, თუმცა, მას მაინც აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა, განსაკუთრებით ისეთ დელიკატურ მომენტებში, როგორიც არის მთავრობის ფორმირება ან გადადგომა.
ჯორჯო ნაპოლიტანოს პრეზიდენტობა პოლიტიკური ტურბულენტობის პერიოდშიც მოუწია, ფინანსური კრიზისისა და სილვიო ბერლუსკონის მთავრობის გადადგომის დროს. როგორც პრეზიდენტმა, ნაპოლიტანომ პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის პატივისცემა დაიმსახურა.
ჯორჯო ნაპოლიტანოს გარდაცვალების გამო მის ოჯახს და ახლობლებს უკვე მიუსამძიმრეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, იტალიის ყოფილმა პრემიერმა მატეო რენციმ და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.