erimedia_ravk/qcVaXDySg.jpeg

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს

ამბები
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
ამბები

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს

erimedia_ravk/qcVaXDySg.jpeg
31 მაი

იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ პრაღაში ნატო-ს არაფორმალურ მინისტერიალზე მისვლისას განაცხადა.

ანტონიო ტაიანის განმარტებით, იტალიას ამას კონსტიტუცია უკრძალავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალია არ იმყოფება რუსეთთან ომში, არამედ უკრაინას თავდაცვაში ეხმარება.

„ნათელია, რომ ჩვენ არ გავაგზავნით არცერთ იტალიელ სამხედროს უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლველად, ისევე, როგორც ჩვენი იარაღი არ შეიძლება, იქნას გამოყენებული უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს იტალიის კონსტიტუციის მე-11 მუხლით არის აკრძალული. ჩვენ არ ვიმყოფებით რუსეთთან ომში. ჩვენ მხოლოდ ჩართულები ვართ უკრაინის ტერიტორიის დამოუკიდებლობის თავდაცვაში და ამას დიდი სიმტკიცით გავაკეთებთ. უკრაინის წინააღმდეგობა და შემდგომი ჩიხი იქნება ის, რაც ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ აიძულებს, რადგან ჩვენი მიზანია სამართლიანი მშვიდობა, რაც არის მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის დამოუკიდებლობას რუსული გავლენისგან“, – განაცხადა ტაიანიმ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო