იტალიური გამოცემა - „მილანი“-„ნაპოლის“ მატჩში ყურადღების ცენტრში დე კეტელარესა და კვარაცხელიას დაპირისპირებაა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
იტალიური გამოცემა - „მილანი“-„ნაპოლის“ მატჩში ყურადღების ცენტრში დე კეტელარესა და კვარაცხელიას დაპირისპირებაა
ამბებიწყარო: 1tv.ge

იტალიური გამოცემა - „მილანი“-„ნაპოლის“ მატჩში ყურადღების ცენტრში დე კეტელარესა და კვარაცხელიას დაპირისპირებაა

18 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ZgBLOF7VR.jpeg

დღეს საღამოს მილანის „სან სიროს“ სტადიონი იტალიის ჩემპიონატის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს – „მილანი“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

მოედანზე არც რაფაელ ლეაო („მილანი“) იქნება და არც ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლის“). „გაზეტა დელო სპორტი“ წერს, რომ ამიტომ ორი მოთამაშე, რომლებმაც მათ ნაცვლად მთავარი გმირის როლი უნდა შეასრულონ, მილანელთა ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი შარლ დე კეტელარე და ნეაპოლელთა ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იქნებიან.

„ეს დაპირისპირება სცილდება „სან სიროს“ ფარგლებს: რომელი ბავშვი შეცვლის იტალიურ ფეხბურთს? დე კეტელარესა და კვარაცხელიას შორის მატჩი არის 2001 წელს დაბადებული ორი კრისტალური ტალანტის დაპირისპირება.

მათ ბევრი რამ აკავშირებს – ბელგიელიც და ქართველიც 2001 წელს დაიბადნენ და ორივე სერია A-ში გადასვლას წინსვლად განიხილავდა.

ორივე კლუბის ინვესტიციად ითვლება, რადგან „მილანმა“ დაახლოებით 35 მილიონი ევრო დახარჯა „ბრიუგედან“ დე კეტელარეს შესაძენად, ხოლო კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ 10-12 მილიონი ევრო დაჯდა.

erimedia_ravk/LznPdK7Vg.jpeg

ხვიჩამ უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა „ნაპოლიზე“, რადგან მას უკვე რვა მატჩში ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ხოლო შარლს აქვს ერთი საგოლე გადაცემა, მაგრამ არ გამოდის ყველა თამაშის დასაწყისში და პიოლის რთულ სისტემას ჯერ კიდევ ეჩვევა.

კვარაცხელიამ უდავოდ უფრო მეტი გავლენა მოახდინა თამაშზე, რადგან მისმა დრიბლინგმა და დარტყმამ თითქმის ყველა გუნდს შეუქმნა პრობლემები, სამაგიეროდ, დე კეტელარი პასებითა და ჭკვიანური სვლებით შეტევების ორგანიზებაზე იყო ორიენტირებული.

ორი დიდი მოთამაშის არყოფნის შემთხვევაში, როგორებიც არიან ლეაო და ოსიმენი, იტალიისა და მსოფლიოს მზერა იქნება მიპყრობილი დე კეტელარესა და კვარაცხელიაზე, რათა გუნდებმა დაინახონ, შეძლებენ თუ არა დიდ მატჩში გადამწყვეტი როლის შესრულებას“, – წერს იტალიური გამოცემა.

ავტორი - მერაბ მამულაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო