იუსტიციის მინისტრი - სიმართლე არის საქართველოს მხარეს - დაინტერესებული ვართ, ყველა პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, პასუხისგებაში იყოს მიცემული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
იუსტიციის მინისტრი - სიმართლე არის საქართველოს მხარეს - დაინტერესებული ვართ, ყველა პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, პასუხისგებაში იყოს მიცემული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

იუსტიციის მინისტრი - სიმართლე არის საქართველოს მხარეს - დაინტერესებული ვართ, ყველა პირი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, პასუხისგებაში იყოს მიცემული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

8 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/wUts4miVg.webp

2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა - საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ქართული მხარე ბრძოლას გააგრძელებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია მოხდეს.

რატი ბრეგაძის განცხადებითვე, სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ ყველა პირმა, ვინც 2008 წლის აგვისტოში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში იყვნენ მიცემული და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

„2008 წელს მთელმა მსოფლიომ იხილა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ჯარი ღირსეულად აღუდგა და არაერთმა გმირმა სიცოცხლე შესწირა რუსულ აგრესიას იმისთვის, რომ საკუთარი სამშობლო დაეცვა. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ამ გმირების უკვდავსაყოფად გავაკეთოთ ყველაფერი, რომლებმაც როგორც 2008 წელს, ასევე სხვა პერიოდებში, სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის გაიღეს ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ადამიანს გააჩნია, ეს არის საკუთარი სიცოცხლე.

საქართველომ გააგრძელა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე მართალი იყო, როგორც ამ ომში, ასევე სხვა ნებისმიერი აგრესიის დროს და სიმართლე არის საქართველოს მხარეს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კვლავ ბრძოლა სჭირდება და თითოეული ჩვენგანი მზად არის იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გააგრძელოს, რათა ჩვენი საწადელი ბოლომდე იქნას მიყვანილი, რაც ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას გულისხმობს და საქართველოს სუვერენიტეტის გავრცელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ის არის აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით.

სწორედ ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ სტრასბურგში გაიმარჯვა საქართველომ, მათ შორის ჰააგის გადაწყვეტილება არის ამის გამოძახილი, - ერთხელ და სამუდამოდ გაირკვა სიმართლე, ვინ იყო მართალი, ვინ მტყუანი. მართალი იყო საქართველო. ეს გააკეთა ქართულმა სახელმწიფომ, რომ მოეპოვებინა გამარჯვება და სწორედ ამ გამარჯვების საფუძველზე, იძებნება ის ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი აღსრულდება. რომელიმე ქვეყანაში ისინი აუცილებლად იქნებიან დაკავებული და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. მიმდინარეობს გამოძიება და რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ ყველა პირმა, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული და დანაშაული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, იყოს პასუხისგებაში მიცემული და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა მინისტრმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო