იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამბები/ წყარო: www.facebook.com
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამბებიწყარო: www.facebook.com

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/DH1IDl7Vg.jpeg

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად.

კერძოდ, 23 სექტემბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ თამთა მიქანაძე წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია, სიუჟეტში ასახულ სხვა დეზინფორმაციასთან ერთად, არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთ პიროვნებას არასოდეს არ უმუშავია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორმა არ ისურვა საკითხის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადამოწმება.

ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ცრუ ფაქტებზე დამყარებული სიუჟეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრძელდება სასამართლოს წინააღმდეგ აშკარა ტყუილებზე აგებული კამპანია. დაუსაბუთებელი ბრალდებები და განზრახ დამახინჯებული ფაქტები ხელს უწყობს სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო