ივანიშვილის ნაჩუქარი „ბლექ სი არენა“ ისევ ზარალზეა - რა მოცულობის სუბსიდია მიიღო კომპანიამ 2021 წელს

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ივანიშვილის ნაჩუქარი „ბლექ სი არენა“ ისევ ზარალზეა - რა მოცულობის სუბსიდია მიიღო კომპანიამ 2021 წელს
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ივანიშვილის ნაჩუქარი „ბლექ სი არენა“ ისევ ზარალზეა - რა მოცულობის სუბსიდია მიიღო კომპანიამ 2021 წელს

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/SeBSsrWVg.jpeg

ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი „ბლექ სი არენა“ 2021 წელსაც ზარალზე გავიდა. ამის შესახებ საკონცერტო დარბაზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ბლექსის“ წლის ზარალმა 5.019 მლნ ლარი შეადგინა. (2021 წელს 4,573 მლნ ლარი) ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საწარმოს შემოსავალმა კომერციული საქმიანობებიდან - 131 ათასი ლარი; საოპერაციო ხარჯებმა კი 5,222 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, „ბლექსის“ სახელმწიფო სუბსიდიებიდან შემოსულობებმა 2021 წელს 4,350 მლნ ლარი შეადგინა, პანდემიურ 2020 წელს 4 მლნ ლარი.

ამასთან, კომპანიამ 2021 წელს შრომის ანაზღაურებაზე 2,401 მლნ ლარი დახარჯა, კომუნალურმა ხარჯებმა 604 ათასი ლარი შეადგინა, არტისტების და სხვა საკონცერტო მომსახურების ხარჯებმა - 205 ათასი ლარი.

„შემოსავლის მკვეთრი შემცირება 2020 და 2021 წლებში სრულად გამოიწვია კოვიდ პანდემიამ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაწესებული შეზღუდვები გამო კომპანიას მოუწია დაგეგმილი კონცერტების გაუქმება“, - აღნიშნულია ანგარიშგებაში.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ბლექ სის“ მთლიანი აქტივები შეადგენს 73,813 მლნ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 70,688 მლნ ლარს.

შეგახსენებთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში საქმიანობაა.

ცნობისთვის, დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. მოგვიანებით კი „ბლექ სი არენა“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. კომპანიის დირექტორია ტარიელ ხარჩილავა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო