ივლისში თბილისში ბინის ქირის ფასი 69,8%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ივლისში თბილისში ბინის ქირის ფასი 69,8%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ივლისში თბილისში ბინის ქირის ფასი 69,8%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

18 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/9ijE0XiVg.jpeg

2022 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ბინის ქირის ფასი 69,8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე კვლევის მიხედვით, ივლისში თბილისის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები (ყიდვა/გაყიდვა) წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 17.2%-ით გაიზარდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მოთხოვნა გაუმჯობესდა ახალ ბინებზე. ივლისში 800 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 53.6%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. ძველ აშენებულ ბინებზე 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ყველაზე მეტად ტრანზაქციების რაოდენობა თბილისის შემდეგ 3 რაიონში გაიზარდა:

  • ჩუღურეთი +82%;
  • დიდი დიღომი +49%;
  • კრწანისი +36%.

აღსანიშნავია, რომ დიდუბე ერთადერთი რაიონია თბილისში, სადაც, კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში ტრანზაქციების 11%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამასთან, 2022 წლის ივლისში თბილისში ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფასი საშუალოდ 921 დოლარს შეადგენს, ხოლო ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი ფართის ფასი კი 8,3 დოლარია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო