ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/t2fxYyWVg.webp

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება.

მისივე თქმით, მეორე ეტაპზე რეფერენტული ფასები მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე/ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება.

მინისტრის განცხადებით, პროგრამის დანერგვაში უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან.

„ჩვენ ერთად უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში ამ პროექტის წარმატებით დანერგვაში ჩართულები იყვნენ. ეს ექსპერტები წინა კვირაში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. ზუსტად მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნის შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, რამდენი დარჩება აქედან არ ვიცი და ნურც ამ ქვეყნების დასახელებას მომთხოვთ. ამ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით, ასევე „რითეილის მარჟის“ გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი ფასი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებებზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში მედიკამენტს ჰქონდეს.

ჩვენ იმდენად ოპერატიულად მივყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა, რომ უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებისთვის და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის უკვე გვექნება ეს რეფერენტული ფასები და პირველ ეტაპზე, ეს საპილოტე რეჟიმში გაეშვება. ხოლო მეორე ეტაპზე, მთლიანად ბაზარზე გავრცელდება და მოლეკულების დონეზე ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო