ჯანმო საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც გადაწყდება, გამოცხადდეს თუ არა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო
15 ივნისი, 2022

„მაიმუნის ყვავილის აფეთქება უჩვეულო და შემაშფოთებელია. ამ მიზეზის გამო, გადავწყვიტე მომავალ კვირას მოვიწვიო საგანგებო კომიტეტი ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, რათა შევაფასო, არის თუ არა ეს აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ წარსულში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა კოვიდის, ღორის გრიპის, პოლიოს, ებოლასა და ზიკას გამო გამოაცხადა.
ცნობისათვის, მსოფლიოში, ბოლო კვირების განმავლობაში, „მაიმუნის ყვავილის“ 1 600-მდე შემთხვევა გამოვლინდა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო