ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, მაჰსა ამინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს კანადა სანქციებს დაუწესებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, მაჰსა ამინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს კანადა სანქციებს დაუწესებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, მაჰსა ამინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს კანადა სანქციებს დაუწესებს

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/TC88AgVVg.jpeg

22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს კანადა სანქციებს დაუწესებს. სანქციები მათ შორის "ირანის ზნეობის პოლიციასა" და მის ხელმძღვანელობასაც შეეხება. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ ირანი ადამიანის უფლებებს უგულებელყოფს, ამას ახლა მაჰსა ამინის გარდაცვალებითა და პროტესტების ჩახშობით ვხედავთ. დღეს ვაცხადებ, რომ ჩვენ სანქციებს ათობით ფიზიკურ პირსა და კომპანიას დავუწესებთ, მათ შორის იქნება ირანის ე.წ. ზნეობის პოლიცია“, – განაცხადა ტრიუდომ.

მანამდე, მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების შესახებ, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა.

ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი თეირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალი ნაცემი იყო. ამინის მკვლელობას ირანსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო