erimedia_ravk/Hd_X2DISR.jpeg

ჯეიკ სალივანი - აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებისთვის ფანჯარა იხურება

ამბები
ჯეიკ სალივანი - აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებისთვის ფანჯარა იხურება
ამბები

ჯეიკ სალივანი - აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებისთვის ფანჯარა იხურება

erimedia_ravk/Hd_X2DISR.jpeg
14 ნოე

აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსების ფანჯარა იხურება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატების კონგრესმა თეთრი სახლის მოთხოვნა უკრაინის დახმარების შესახებ რაც შეიძლება მალე უნდა დაამტკიცოს, რათა უკრაინის თავდაცვამ სერიოზული შედეგები აიცილოს თავიდან.

„რაც უფრო დრო გადის, სულ უფრო რთულდება ჩვენი შესაძლებლობა, სრულად დავაფინანსოთ ის, რაც გვჯერა, რომ აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, როგორც ტერიტორიის დასაცავად, ასევე წინსვლისთვის. ასე რომ, ჩვენთვის ფანჯარა იხურება“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

სალივანის თქმით, დაფინანსების ნაკლებობამ უკვე იმოქმედა უკრაინის თავდაცვის უნარზე.

„ეს უკვე მოქმედებს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება და ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო