ჯეიკ სალივანი - აშშ პირდაპირ კავშირს ინარჩუნებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან
25 სექტემბერი, 2022
აშშ იტოვებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობას, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
"ჩვენს გვაქვს უმაღლეს დონეზე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს როგორც ჩვენი, ასევე მათი მხრიდან გზავნილების მკაფიო გაგზავნას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს ხშირად ხდებოდა. ჩვენ ამ პროცესს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაშიც აქტიურად ვინარჩუნებდით", - განაცხადა სალივანმა ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში.
სალივანმა უარი განაცხადა დეტალების დაკონკრეტებაზე. მანამდე მან თქვა, რომ აშშ-მ "პირდაპირ" გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისთვის "კატასტროფულ" შედეგებზე უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში.