erimedia_ravk/XAeUjqYIR.jpeg

ჯიმ ო’ბრაიენი - ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული

ამბები
ჯიმ ო’ბრაიენი - ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული
ამბები

ჯიმ ო’ბრაიენი - ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული

erimedia_ravk/XAeUjqYIR.jpeg
14 მაი

ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენმა კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა, შეხვედროდა ჯეიმს ო’ბრაიენს, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა, მისი პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ შეხვედრას ვერ გამართავს“.

„ეს არის არარეალური, მცდარი და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსთან ურთიერთობების სრული არცოდნა. ერთი მაგალითი იმისა, რაც წუხელ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა – ჩვენ კონტაქტი დავამყარეთ დიალოგისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ჩვენ მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში კანონისა და ურთიერთობების განხილვაზე. ევროკავშირს ჰქონდა დისკუსია აქ და დაჰპირდნენ დროს კანონის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჩამოსვლამდე მე ვიკითხე, რომ მოხარული ვიქნებოდი, კიდევ ერთხელ ვიხილო ბატონი ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ ის მე არ შემხვდებოდა, რადგან ჩვენ ივანიშვილი დე ფაქტო სანაქციების ქვეშ გვყავს. ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული. ასეთი გავლენიანი პირისთვის ასე ძლიერ მცდარად ინფორმირებულობა არის შოკისმომგვრელი და იმედგაცრუებას იწვევს.

პრემიერ-მინისტრისთვის იმის თქმა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, არის ამ პირადი ინტერესის, ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულების მაღლა დაყენება, რაც გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად. სწორედ ამიტომ, მე ვთქვი, რომ კანონი არის მხოლოდ ერთი ნაწილი ფართო საუბრის. ეს მოიცავს იმას, რაც ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი და შეიძლება, იყოს გარდამტეხი მომენტი აქამდე კონსტრუქციულ და პროდუქტიულ პარტნიორობაში“, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო