ჯო ბაიდენი - აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს
21 სექტემბერი, 2022

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს.
„მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის ორმხრივად დაუბრუნდეს ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, თუ ირანი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აშშ მკაფიოდ აცხადებს: ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, კვლავ დაადასტურონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის მიმართ მხარდაჭერა.
„[ბირთვული იარაღის] გაუვრცელებლობის რეჟიმი გაეროს ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა. დიპლომატია საუკეთესო გზაა ამ შედეგის მისაღწევად“, - განაცხადა მან.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო