ჯო ბაიდენი - აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
წყნარი ოკეანის კუნძულების ლიდერებთან საუბრისას, ბაიდენმა დაგმო რეფერენდუმი, რომელიც პრორუსულმა ძალებმა უკრაინის რაიონებში ჩაატარეს და აღნიშნა, რომ შედეგები "მოსკოვში იყო მომზადებული".
შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მუშაობს სანქციებზე, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ.
„მინდა ძალიან მკაფიოდ ვიყო ამ საკითხში: ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს, არასდროს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ბაიდენმა.
„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, თავისი იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად, გაეროს წესდების და სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში, უხეში დარღვევაა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.