ჯო ბაიდენი - ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ჯო ბაიდენი - ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ჯო ბაიდენი - ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/zRseV-7Vg.jpeg

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის ომი არის უკრაინის, როგორც სახელმწიფოსა და როგორც ხალხის უფლბის არსებობის მოსპობა.

ბაიდენმა პუტინის ციტატა გაიხსენა , სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთმა შექმნა და მას ნამდვილი სახელმწიფოებრიობა არასდროს ჰქონია.

,,ახლა ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს სკოლებზე, რკინიგზის სადგურებზე, საავადმყოფოებზე... კიდევ უფრო შემზარავ მტკიცებულებას რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ“, - დასძინა ბაიდენმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა იზიუმში რამდენიმე დღუს წინ აღმოჩენილ მასობრივ საფლავებზე.

,,ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ - ამან უნდა გაგიყინოთ სიხლი ძაღვებშიი. ამიტომ გენერალურ ასამბლეაში 141 ქვეყანა შეიკრიბა, რათა ერთხმად დავგმოთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“ , - დასძინა მან.

პრეზიდეენტის თქმით, აშშ მუშაობს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, რათა დაიცვას ერები „იძულების ან ბატონობისგან და უზრუნველყოს, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია გამოიყენოს ენერგია იარაღად“.

პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, ხელახლა გამოხატონ ვალდებულება დიპლომატიური გზით გააძლიერონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი.

,,ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს“, - დასძინა მან.

მისი თქმით, რუსეთი უპასუხისმგებლო მუქარას ახორციელებს ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ჯო ბაიდენმა გამოსვლა მსოფლიოს ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრით დაასრულა.

„მომავალს მოიგებენ ის ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის სრულ პოტენციალს გამოიყენებენ. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, მართლაც დიდია. ჩვენ არ ვართ ისტორიის პასიური მოწმეები, ჩვენ ვართ ისტორიის ავტორები. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, საკუთარი თავისთვის და მომავლისთვის, კაცობრიობისთვის “, - განაცხადა ბაიდენმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო