ჯო ბაიდენი - ჩვენ არ ვთხოვთ რომელიმე ქვეყანას, აირჩიოს აშშ-სა ან რომელიმე სხვა პარტნიორს შორის, თუმცა აშშ შეუჩერებელი იქნება თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შესახებ ჩვენი ხედვის მხარდაჭერაში

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯო ბაიდენი - ჩვენ არ ვთხოვთ რომელიმე ქვეყანას, აირჩიოს აშშ-სა ან რომელიმე სხვა პარტნიორს შორის, თუმცა აშშ შეუჩერებელი იქნება თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შესახებ ჩვენი ხედვის მხარდაჭერაში
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯო ბაიდენი - ჩვენ არ ვთხოვთ რომელიმე ქვეყანას, აირჩიოს აშშ-სა ან რომელიმე სხვა პარტნიორს შორის, თუმცა აშშ შეუჩერებელი იქნება თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შესახებ ჩვენი ხედვის მხარდაჭერაში

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/XUZCDanVg.jpeg

ჩვენ არ ვთხოვთ რომელიმე ქვეყანას, აირჩიოს აშშ-სა ან რომელიმე სხვა პარტნიორს შორის, თუმცა აშშ შეუჩერებელი იქნება თავისუფალი, ღია, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შესახებ ჩვენი ხედვის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნება მიბოძეთ, პირდაპირ ვისაუბრო აშშ-სა და ჩინეთს შორის კონკურენციაზე. გეოპოლიტკური ტენდენციების მართვასთან ერთად, აშშ იმოქმედებს როგორც გონივრული ლიდერი. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტებს, ჩვენ არ მივისწრაფვით ცივი ომისკენ, ჩვენ არ ვთხოვთ რომელიმე ქვეყანას, აირჩიოს აშშ-სა ან რომელიმე სხვა პარტნიორს შორის. თუმცა აშშ შეუჩერებელი იქნება თავისუფალი, ღია, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შესახებ ჩვენი ხედვის მხარდაჭერაში. ის, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ ერებსა და საზოგადოებას – ინვესტიციებია, რომლებიც მიმართულია არა დამოკიდებულების გაძლიერებისკენ, არამედ ქვეყნების დახმარებისკენ, რომ გახდნენ თვითკმარი. პარტნიორობა არა პოლიტიკურ ვალდებულებების შესაქმნელად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ საკუთარი წარმატების ზრდა სხვა ქვეყნების წარმატებაცაა. როდესაც ადამიანს აქვს შანსი იცხოვროს ღირსეულად, განავითაროს თავისი ტალანტი, ეს ყველასთვის სარგებლის მომტანია. უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის უმაღლესი მიზნების შესრულება, რაც არის ყველასთვის და ყველგან მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ მიისწრაფის ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ. მისივე თქმით, ვაშინგტონი ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის მიერ სტატუს-კვოს ცვლილებას.

აშშ-ის ლიდერმა ირანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს. ბაიდენმა ასევე ამერიკელების სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა „მამაც ირანელ ქალებს, რომლებიც ამჟამად დემონსტრაციებს მართავენ თავიანთი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველსაყოფად“.

მან ასევე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, დაადასტურონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმისადმი ერთგულება დიპლომატიური გზით.

„არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ხდება მსოფლიოში, აშშ მზად არის მისდიოს შეიარაღების კონტროლის კრიტიკულ ზომებს. ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს. უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა ეს ახლახანს დაადასტურა იანვარში, თუმცა დღეს ჩვენ საგანგაშო ტენდენციებს ვხედავთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი გაერო-ს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ამ მიმართულებით უკუსვლა მოხდეს.

ამასთან, ბაიდენის თქმით, მსოფლიოს ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„მოდით, დავდგეთ ერთად, რათა გამოვაცხადოთ მზადყოფნა, რომ მსოფლიოს ქვეყნები კვლავ ერთიანი არიან, რომ ჩვენ ვდგავართ გაერო-ს ქარტიის პრინციპების მხარდასაჭერად, რომ კვლავ გვჯერა, ერთად მუშაობით ჩვენ შეგვიძლია ისტორია მივმართოთ უფრო თავისუფალი და სამართლიანი მსოფლიოსკენ ჩვენი შვილებისთვის იმის მიუხედავად, რომ ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ მიაღწია ამას სრულად. ჩვენ არ ვართ პასიური თვითმხილველები, ჩვენ ვართ ისტორიის ავტორები. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენთვის და კაცობრიობის მომავლისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო