erimedia_ravk/Bhk8td4SR.jpeg

ჯო ბაიდენი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება

ამბები
ჯო ბაიდენი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება
ამბები

ჯო ბაიდენი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება

erimedia_ravk/Bhk8td4SR.jpeg
2 ნოე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი უნდა დაპაუზდეს, რათა მძევლების გათავისუფლება მოხდეს. ამის შესახებ ბაიდენმა მინესოტაში განაცხადა. მან ღონისძიებაზე აუდიტორიაში მყოფ ერთ-ერთ ქალბატონს უპასუხა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს მიმართა, ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს.

„ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს, რომ დრო დავუთმოთ მძევლების გამოყვანას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი ჰუმანიტარულ დახმარებას და იმ 240 მძევალის გათავისუფლებას გულისხმობდა, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია როგორც ისრაელელებისთვის, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის „წარმოუდგენლად რთულია“.

„მე მხარი დავუჭირე გამოსავლის მოძებნას ორი სახელმწიფოს პრინციპებზე დაყრდნობით. საქმე ის არის, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო