erimedia_ravk/qdUj2rhIR.jpeg

ჯო ბაიდენი - ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება

ამბები
ჯო ბაიდენი - ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება
ამბები

ჯო ბაიდენი - ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება

erimedia_ravk/qdUj2rhIR.jpeg
16 თებ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც რუსი ოპოზიციონერის სიკვდილთან დაკავშირებით დაინიშნა.

ბაიდენის თქმით, ალექსეი ნავალნი ციხეშიც კი სიმართლეს საუბრობდა.

„რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ისტორიას მოყვება, მაგრამ გახსოვდეთ: პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე პუტინია”, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა დროული იქნება, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთს უპირისპირდება.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა 2021 წლის ივლისში პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ ნავალნი კოლონიაში მოკვდება, რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება.

ჟურნალისტებმა ბაიდენს მისი ეს განცხადება შეახსენეს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინმა უკვე იგრძნო შედეგები სანქციების სახით, რომლებიც აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო დააწესა.

კითხვაზე, თუ იგეგმება დამატებითი სანქციების დაწესება, ბაიდენმა თქვა, რომ „განიხილება სხვადასხვა შესაძლებლობა”.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
მედიის ცნობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
ისრაელის მედია - ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერი პასუხის გადაწყვეტილება მიიღო
Სარეკლამო
ისრაელის მედია - ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ირანიდან დიპლომატების ოჯახის წევრების ევაკუაციის განკარგულება გასცა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის
გიორგი აბდალაძე - ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
მეტის ჩვენება
Სარეკლამო