ჯო ბაიდენი - შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში, მათ შორის კიევში დღეს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს

ამბები
ჯო ბაიდენი - შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში, მათ შორის კიევში დღეს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს
ამბები

ჯო ბაიდენი - შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში, მათ შორის კიევში დღეს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს

10 ოქტ

erimedia_ravk/RtNvdMS4R.jpeg

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში, მათ შორის კიევში დღეს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს. ამ დარტყმების შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ სამოქალაქო პირები, ხოლო განადგურებულ სამიზნეებს სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდათ. ეს დარტყმები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს პრეზიდენტ პუტინის უკანონო ომის სრულ სისასტიკეს უკრაინელი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

"ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, ვიყოთ უკრაინელი ხალხის გვერდით, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოვლენილი აგრესიის გამო, ხოლო, პუტინი და რუსეთი პასუხისმგებელნი იქნებიან ომის საშინელებებისა და დანაშაულებებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა საჭირო დახმარებას უკრაინის მიმართ, იმისათვის, რომ მათ დაიცვან თავიანთი ქვეყანა და თავისუფლება.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არაპროვოცირებული აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო