erimedia_ravk/lQa0DxMSg.jpeg

ჯო ბაიდენი - ვდგავართ ისრაელის გვერდით, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ძალები გავგზავნოთ

ამბები
ჯო ბაიდენი - ვდგავართ ისრაელის გვერდით, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ძალები გავგზავნოთ
ამბები

ჯო ბაიდენი - ვდგავართ ისრაელის გვერდით, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ძალები გავგზავნოთ

erimedia_ravk/lQa0DxMSg.jpeg
11 ოქტ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მის გუნდს ისრაელელ პარტნიორებთან ომის დაწყების მომენტიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საბრძოლო მასალას რკინის გუმბათის შესავსებად. ვაპირებთ დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს ეს კრიტიკული აქტივები არ ამოეწურება, რათა თავისი ქალაქები და მოქალაქეები დაიცვას“, – აღნიშნა ბაიდენმა გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია, აღნიშნულ კრიზისთან დაკავშირებით, კონგრესთან მჭიდრო კონსულტაციებს გადიოდა.

„როდესაც კონგრესი დაბრუნდება, ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად გადაუდებელი ზომების მიღებას ვთხოვთ. ეს პარტიას და პოლიტიკას არ ეხება, ეს ჩვენი სამყაროს უსაფრთხოებას, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა რეგიონში სამხედრო ძალების პოზიციონირება გააძლიერა.

„თავდაცვის დეპარტამენტმა გადაიყვანა USS Gerald Ford ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში და გააძლიერა ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების წარმომადგენლობა. ჩვენ მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი ძალები საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო