erimedia_ravk/kqtmR1RSg.jpeg

ჯო ბაიდენი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩავიდა

ამბები
ჯო ბაიდენი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩავიდა
ამბები

ჯო ბაიდენი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩავიდა

erimedia_ravk/kqtmR1RSg.jpeg
22 აგვ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჰავაის კუნძულ მაუიზე ჩავიდა. ის სტიქიური უბედურების ზონაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

აშშ-ის ლიდერი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და მაშველებს შეხვდა.

ბაიდენმა ქალაქ ლაჰაინის მოქალაქეებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ყველა ამერიკელი მაუის მცხოვრებლებთან ერთად გლოვობს და აშშ-ის ადმინისტრაცია დაზარალებულების დასახმარებლად რაც შესაძლებელია, ყველაფერს გააკეთებს.

„დღეს ჩვენი ქვეყანა თქვენთან ერთად გლოვობს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღდგენაში დაგეხმაროთ და ამ პროცესში თქვენს ტრადიციებსა და კულტურას პატივისცემით მოვეკიდებით. მოცემულ მომენტში ჩვენ მაქსიმალურად ფოკუსირებული ვართ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაზე, რომელიც ახლაც გრძელდება. 450 მაშველი და ექსპერტი დღე და ღამე მუშაობს. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს დავავალე, დაუყოვნებლივ დაეხმაროს დაზარალებულებსა და გადარჩენილებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჰავაის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველები ამ დრომდე ეძებენ 8 აგვისტოს დაწყებული მასშტაბური ხანძრის დროს დაკარგულ 850 ადამიანს.

სტიქიის შემდეგ მოქალაქეები ადგილობრივ მთავრობას აკრიტიკებენ, რადგან მათ ხანძრის დროს გამაფრთხილებელი სასიგნალო მოწყობილობა არ ჩართეს. კუნძულის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თანამდებობა უკვე დატოვა. რესპუბლიკელები კი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ხანძრის შედეგად ჰავაის დაზარალებული მცხოვრებლების მიმართ სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა და სტიქიის ზონაში ხანძრიდან მხოლოდ 13 დღის შემდეგ ჩავიდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო