ჯო ბაიდენმა სასურსათო უსაფრთხოებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით, 2,8 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა
21 სექტემბერი, 2022
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სასურსათო უსაფრთხოებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 2,8 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
როგორც ბაიდენმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლსიას განაცხადა, აღნიშნული თანხა გაიცემა იმ ქვეყნებში ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, სადაც შექმნილია სასურსათო კრიზისი.
მან სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
„რუსეთი ავრცელებს ტყუილს და ცდილობს, სასურსათო კრიზისში დაადანაშაულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები. ნება მიბოძეთ, ვიყო ძალიან მკაფიო: ჩვენი სანქციები პირდაპირ აძლევს რუსეთს უფლებას, განახორციელოს საკვებისა და სასუქის ექსპორტი. არანაირი შეზღუდვა. სასურსათო უსაფრთხოებას აუარესებს რუსეთის ომი და მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამის დასრულება“, – განაცხადა ბაიდენმა.
ავტორი - ქეთი ჩოხელი