ჯონ კირბი - აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის შესახებ ცნობებით, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით, შეშფოთებულია
14 სექტემბერი, 2022

"შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის შესახებ ცნობებით, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით შეშფოთებულია", - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ძალადობის დასასრულებლად ამერიკული მხარე აქტიურადაა ჩართული სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს.
"სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ესაუბრა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მხარეებს, აღადგინონ პირდაპირი საკომუნიკაციო არხები, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო“, - დასძინა კირბიმ.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო