erimedia_ravk/sf2E6e64R.jpeg

ჯორჯ სოროსის ფონდი ევროკავშირის ქვეყნებში თავის საქმიანობას ზღუდავს

ამბები
ჯორჯ სოროსის ფონდი ევროკავშირის ქვეყნებში თავის საქმიანობას ზღუდავს
ამბები

ჯორჯ სოროსის ფონდი ევროკავშირის ქვეყნებში თავის საქმიანობას ზღუდავს

erimedia_ravk/sf2E6e64R.jpeg
15 აგვ

მილიარდერ ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Open Society Foundations გეგმავს თავისი საქმიანობის დიდი ნაწილი შეწყვიტოს ან გაიტანოს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ვინაიდან ყურადღება მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე გადააქვს. ამის შესახებ სააგენტო "Reuters" შიდა ელექტრონულ წერილებზე დაყრდნობით იუწყება.

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფონდი ევროპის შიდა სამუშაო საქმეებიდან ყურადღებას უფრო გლობალურ და რეგიონალურ საკითხებზე გადაიტანს.

"ახალი დამტკიცებული სტრატეგიული მიმართულება ითვალისწინებს ევროკავშირის ფარგლებში ჩვენი მიმდინარე სამუშაოების დიდი ნაწილის უკან გაწვევას და შეწყვეტას, და ჩვენი ფოკუსის გადატანას და რესურსების განაწილებას მსოფლიოს სხვა ნაწილებზე", - ნათქვამია ელექტრონულ წერილებში.

"აღნიშნული ცვლილება განპირობებულია არა წლების მანძილზე თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაო პროცესით ან მათი წვლილით ამ საქმიანობაში, არამედ ეს არის მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში მნიშვნელოვანი გავლენების მოხდენის შესაძლებლობას მოგვცემს".

შიდა მიმოწერაში არ არის აღნიშნული, თუ როგორ განაწილდება სამომავლოდ ფონდის დაფინანსება, თუმცა, როგორც წარმომადგენელმა აღნიშნა, ფონდი გააგრძელებს ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მხარდაჭერას, მათ შორის ევროკავშირის საგარეო საკითხების მიმართულებით.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო