ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს დაგეგმილ უკანონო „რეფერენდუმებს“ - მისი შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და ევროკავშირი არ აღიარებს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს დაგეგმილ უკანონო „რეფერენდუმებს“ - მისი შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და ევროკავშირი არ აღიარებს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს დაგეგმილ უკანონო „რეფერენდუმებს“ - მისი შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და ევროკავშირი არ აღიარებს

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/SVeGu17VR.webp

დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმებით რუსეთი ცდილობს, უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმაცია მოახდინოს და მიზნად ისახავს ძალადობრივად შეცვალოს უკრაინის საზღვრები გაეროს წესდების და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევით, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და არ იქნება აღიარებული ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ.

“ევროკავშირი მკაცრად გმობს დაგეგმილ უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც არღვევს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს. ასეთი ქმედებების შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება და არ იქნება აღიარებული ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ.

რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს ამ „რეფერენდუმებში“ და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში, პასუხს აგებენ და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდველი ზომები განიხილება”, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ჯოზეფ ბორელი რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი ურყევი რჩება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო