ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შეშფოთებულია „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გაზსადენების დაზიანების გამო, მიიჩნევს, რომ ინციდენტები შემთხვევითობა არ არის

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შეშფოთებულია „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გაზსადენების დაზიანების გამო, მიიჩნევს, რომ ინციდენტები შემთხვევითობა არ არის
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შეშფოთებულია „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გაზსადენების დაზიანების გამო, მიიჩნევს, რომ ინციდენტები შემთხვევითობა არ არის

28 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/miWsKM4Vg.jpeg

ევროკავშირი შეშფოთებულია გაზსადენების „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ დაზიანების გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტები შემთხვევითობა არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სახელით გავრცელებულ ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მილსადენების დაზიანების შედეგად, მოხდა გაჟონვა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში.

„უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი საკითხები უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ინციდენტები არ არის შემთხვევითობა და ყველა ჩვენგანს აზარალებს. ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ ეს გაჟონვა არის განზრახ ქმედების შედეგი“, – აღნიშნულია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც სრულად მოჰფენს ნათელს იმას, თუ რა მოხდა და რატომ. ამასთან, ევროკავშირი გადადგამს დამატებით ნაბიჯებს ენერგოუსაფრთხოების სფეროში მდგრადობის გასაძლიერებლად.

„ევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი სახის განზრახ დარღვევა აბსოლუტურად მიუღებელია და ამას მოჰყვება მტკიცე და ერთიანი პასუხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო