ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ზოგიერთ წევრს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვა სურს, დარწმუნებული ვარ, დაბალანსებული მიდგომის პოვნას შევძლებთ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ზოგიერთ წევრს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვა სურს, დარწმუნებული ვარ, დაბალანსებული მიდგომის პოვნას შევძლებთ
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის ზოგიერთ წევრს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების სრულად აკრძალვა სურს, დარწმუნებული ვარ, დაბალანსებული მიდგომის პოვნას შევძლებთ

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/yhLKKlWVR.jpeg

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში  ისაუბრებენ უკრაინასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს ომის შესაჩერებლად.

„თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ვისაუბრებთ უკრაინაზე. ამ თემაზე თავის არიდება შეუძლებელია. უკრაინაზე ვსაუბრობდით სამხედრო გადასახედიდან, ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას და უკვე პოლიტიკური გადმოსახედიდან ვისაუბრებთ, რა ხდება, რა არის რუსეთის პოზიცია, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ომის შესაჩერებლად. იცით, რომ ადგილზე ვითარება დაძაბულია, ომი გრძელდება, დაშავებულთა რიცხვი იზრდება, ადამიანური ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, აუწონელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ომის შესაჩერებლად, მაგრამ ვიდრე ომი გრძელდება, უნდა დავეხმაროთ უკრაინას როგორც შეგვიძლია და სადამდეც შეგვიძლია. ამ ომის გეოპოლიტიკური შედეგები მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

რაც შეხება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის აკრძალვის საკითხს, ჯოზეფ ბორელის თქმით, ამასთან დაკავშირებით პოზიციები განსხვავებულია.

როგორც ბორელი ამბობს, დარწმუნებულია, რომ დაბალანსებული მიდგომის პოვნას შეძლებენ.

„რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას რაც შეეხება, ამ თემასაც განვიხილავთ. როგორც იცით, ეს არაფორმალური სხდომაა, რომელზეც გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუმცა იქნება პოლიტიკურად საორიენტაციო მსჯელობა. პოზიციები განსხვავებულია, ზოგიერთ წევრს ვიზების სრულად აკრძალვა უნდა, მეორე ნაწილს იმ მოდელის აკრძალვა, რომელიც სავიზო ღონისძიებებს განსაზღვრავს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით საბოლოო გადაწყვეტილებაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრობლემასთან მიმართებით დაბალანსებული მიდგომის პოვნას შევძლებთ. ალბათ პროცესი იქნება უფრო შერჩევითი, თუმცა კოლეგების დისკუსიების გარეშე, წინასწარ ვერ გეტყვით“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო