ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/qNEmV_n4g.jpeg

ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბორელის თქმით, ომმა „საშიშ მომენტს“ მიაღწია.

„რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსები კუთხეში მოიმწყვდიეს და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა ბორელმა.

ომის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ პუტინის ძალები უკან იხევენ, მაგრამ ბორელის თქმით, აუცილებელია დიპლომატიური გადაწყვეტილების მოძებნა, ისეთის, რომელიც უკრაინის სუვერენეტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს.

„სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ომის დასრულება, მაგრამ არ გვექნება მშვიდობა და გვექნება სხვა ომი“, – განაცხადა ბორელმა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სხვადასხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღი აქვს და საჭიროების შემთხვევაში მას გამოიყენებს. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს ბლეფი არ არის.

„როდესაც ხალხი ამბობს, რომ ეს ბლეფი არ არის, შენ მას სერიოზულად უნდა მიუდგე“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლა. ბორელმა მოუწოდა პრეზიდენტ პუტინს, საკუთარი როლი შეასრულოს კონფლიქტის დიპლომატიის გზით მოგვარების კუთხით, „რადგან ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო“.

მისივე თქმით, ყველა ვინც წავიდა მოსკოვში პუტინთან სასაუბროდ, მისგან ერთი და იმავე პასუხით დაბრუნდა: „მე (პუტინს) მაქვს სამხედრო მიზნები და ამ სამხედრო მიზნებს თუ არ მივაღწევ, გავაგრძელებ ბრძოლას.“

„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი მიმართულებაა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა ბორელმა.

ავტორი - თამთა რუხაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო