ჯოზეფ ბორელი - ევროპული არმიები „ბონსაი არმიებია“, გამოიყურებიან, როგორც ნამდვილი, მაგრამ დაყვანილი არიან მინიატურულ ვერსიებამდე

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯოზეფ ბორელი - ევროპული არმიები „ბონსაი არმიებია“, გამოიყურებიან, როგორც ნამდვილი, მაგრამ დაყვანილი არიან მინიატურულ ვერსიებამდე
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯოზეფ ბორელი - ევროპული არმიები „ბონსაი არმიებია“, გამოიყურებიან, როგორც ნამდვილი, მაგრამ დაყვანილი არიან მინიატურულ ვერსიებამდე

27 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/jRREnaZ4g.jpeg

ევროპული არმიები შეიძლება, აღწერილი იყოს, როგორც „ბონსაი არმიები“; ისინი გამოიყურებიან, როგორც ნამდვილი, მაგრამ დაყვანილი არიან მინიატურულ ვერსიებამდე, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ ბლოგზე დაწერა.

ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა ერთობლივად უნდა განიხილონ თავიანთი შესაძლებლობები ინტენსიური ომის შემთხვევაში და ითანამშრომლონ თავიანთი თავდაცვის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ახალი სტრატეგიული გამოწვევების წინაშე.

ბორელი აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპული არმიების მთავარი მიზანი იყო ე.წ. ექსპედიციური ოპერაციები, მაგალითად ავღანეთში, ერაყსა და საჰელში. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში, მთელ ევროპაში განხორციელდა თავდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი და არაკოორდინირებული შემცირება, მაშინ, როცა აშშ-მა, ჩინეთმა, რუსეთმა და სხვა სახელმწიფოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი ბიუჯეტი.

„ასე რომ, შედარებითი უფსკრული ევროპის ქვეყნებსა და სხვა ქვეყნებს შორის მკვეთრად გაიზარდა. როგორც მე არაერთხელ ვამბობდი, ეს არის ის, რაც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავწყვიტოთ“, – აცხადებს ბორელი.

ბორელის თქმით, ევროპული შეიარაღებული ძალები ერთგვარ „ბონსაი არმიად“ გადაიქცა.

„ევროპული არმიები გამოცარიელებულ იქნა და აღწერილ იქნა, როგორც „ბონსაი არმიები“: ისინი ნამდვილს ჰგვანან, მაგრამ მინიატურულ ვერსიებამდე არიან დაყვანილნი“, – წერს ბორელი.

ბორელი აღნიშნავს, რომ „ბონსაი არმიებით“ შეუძლებელია წინააღმდეგობის გაწევა უფრო საფრთხის შემცველი სტრატეგიული ლანდშაფტის პირობებში, სადაც მოწინააღმდეგეები მაღალი ინტენსივობის ომს იყენებენ და ამავდროულად, ევროპა არ შეიძლება, კმაყოფილი იყოს ექსპედიციური ომის გამოცდილებით.

„ეს ყველაფერი მოითხოვს, რომ ღრმად და სერიოზულად ვიფიქროთ ჩვენ წინაშე არსებულ არჩევანზე და კომპრომისებზე და მივიღოთ შესაბამის გადაწყვეტილებები. მთავარია, ამაზე ვიფიქროთ ერთად, როგორც ევროპელებმა. ჩვენს ჯარებს უნდა ჰქონდეთ, როგორც ტერიტორიული დაცვის, ასევე დისტანციაზე ასიმეტრიული ომის წარმოების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს ბორელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ეს ნატო-ს ფარგლებში უნდა მოხდეს, ვინაიდან ევროკავშირის წევრი თითქმის ყველა ქვეყანა ახლა ალიანსის წევრია.

„მაგრამ, ჩვენ ასევე უნდა შეგვეძლოს, უფრო მეტად დავეყრდნოთ საკუთარ თავს და გამოვავლინოთ ჩვენი სტრატეგიული პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები საფრთხეშია ჩვენს საზღვრებთან და მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკეთესი ინვესტიცია უნდა განახორციელონ ერთად და ითანამშრომლონ თავდაცვის სფეროში“, – განაცხადა ბორელმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო