ჯოზეფ ბორელი - ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯოზეფ ბორელი - ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯოზეფ ბორელი - ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს

19 ივლისი, 2022

erimedia_ravk/1_TS5tRVg.jpeg

ევროპულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება, რადგან პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების დააწესეს და უნდა შეასრულონ ეს გადაწყვეტილება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინს დემოკრატიული დაღლილობის იმედი აქვს. მას სჯერა, რომ დემოკრატიები სუსტია და შემდეგ ერთი ამბავი იფარება სხვა ამბებით. არა, ევროპულ საზოგადოებას არ შეუძლია, მისცეს საკუთარ თავს დაღლილობის უფლება. ევროპულმა საზოგადოებამ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა გააგრძელონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა. მათ მიიღეს რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესების გადაწყვეტილებები და უნდა შეასრულონ ისინი. მათ უნდა გააგრძელონ რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა და ამავე დროს, გააცნობიერონ, რომ სასწაულებრივი დარეგულირება არ იქნება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ზუსტად იმ დონეზე, რა დონეზეც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამხედრო კუთხით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ბორელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს და სერიოზულად აზარალებს რუსეთის ეკონომიკას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო