ჯოზეფ ბორელი - მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან, უკრაინელები იბომბებიან, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე და სასურსათო დაუცველობას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯოზეფ ბორელი - მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან, უკრაინელები იბომბებიან, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე და სასურსათო დაუცველობას
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯოზეფ ბორელი - მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან, უკრაინელები იბომბებიან, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე და სასურსათო დაუცველობას

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/zULBM074g.jpeg

მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან. უკრაინელები იბომბებიან რაკეტებითა და იარაღით, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე და სასურსათო დაუცველობას, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ნიუ იორკში, გენერალური ასამბლეის სესიის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბორელის თქმით, გასულ წელს ყურადღება გამახვილებული იყო ავღანეთზე, ხოლო წელს განხილვის უმთავრესი საკითხი უკრაინაში რუსეთის აგრესია და მსოფლიოსთვის ომით გამოწვეული შედეგები იქნება.

„მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან. უკრაინელები იბომბებიან რაკეტებით და იარაღით, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე და სასურსათო დაუცველობას და შედეგად განიცდიან ეკონომიკურ პრობლემებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი გავლენას ახდენს ყველაზე დედამიწაზე. ის არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ის ყველას გვეხება და სწორედ ამის ახსნას ვეცდებით აქ, ნიუ იორკში“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა აქვე უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, უკრაინის დაცვით ხორციელდება ნიუ იორკში ხელმოწერილი პრინციპების დაცვა, როგორიცაა ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

„ჩვენ გავაგრძელებთ აზიაში, აფრიკაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმის ახსნას, თუ ვინ არის რეალური დამნაშავე მზარდ არასტაბილურობაში, ენერგიის და სასურსათო კრიზისში“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ჯოზეფ ბორელი ასევე შეეხო უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ უკრაინიდან გამოტანილი მარცვლეული არ მიეწოდება იმ ქვეყნებს რომლებიც მას ყველაზე მეტად საჭიროებენ. მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის მესამედი აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებს მიეწოდება.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ სურსათისა და სასუქების საერთაშორისო მიმწოდებლებს არ სურთ რუსეთთან თანამშრომლობა.

„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი სანქციები მიმართულია რუსეთის ომის ეკონომიკის წინააღმდეგ და არა სურსათის ან სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ. მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის სასუქებით ვაჭრობაზე სანქციებს არავინ აწესებს, მაგრამ ბევრ ოპერატორს არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება. ეს მათი არჩევანია. არა იმიტომ, რომ სანქციები დაწესდა, არამედ იმ რეჟიმთან ბიზნესის კეთების გაურკვევლობის გამო, რომელიც კლავს და იტაცებს მეზობელი ქვეყნების მშვიდობიან მოქალაქეებს“, – განაცხადა ბორელმა.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო