ჯოზეფ ბორელი - რუსული ძალების არაადამიანური ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევაში

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჯოზეფ ბორელი - რუსული ძალების არაადამიანური ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევაში
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჯოზეფ ბორელი - რუსული ძალების არაადამიანური ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევაში

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/xafSuV74g.jpeg

ევროკავშირი ღრმად შოკირებულია რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის ხელისუფლების მიერ მასობრივი სამარხის აღმოჩენის გამო, რომელშიც 440-ზე მეტი ცხედარი იყო, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეებს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი მთელ უკრაინაში სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს. ათასობით მოქალაქე უკვე მოკლულია, კიდევ უფრო მეტი გახდა წამების, შევიწროების, სექსუალური ძალადობის, გატაცების და იძულებით გადასახლების მსხვერპლი. რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას ამ კუთხით“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო